****


მოგონებები გვახსენებს თავს,
და აღვიძებენ სულიერ ხმას,
ზოგჯერ თეთრია, ზოგჯერ კი შავი,
ზოგჯერაც ფერებს ბურუსით რთავს.
მივიწყებული გონში ფიქრები,
გამოაფხიზლებს, შეარყევს თავს,
ხან დაგანარცხებს ზევიდან ქვევით,
ხან კი, სამყაროს განახებს ვრცლად.
როცა მოვიწყენთ შემოგვაწვება,
დარდები გულზე, ნისლები თვალს,
ბოლო იმედებს ვებღაუჭებით,
ვცდილობთ, შევეხოთ ხელებით მას.
თუკი მივაღწევთ ამ დროს საწადელს,
პირჯვარს დავიწერთ, ავხედავთ ცას,
ყველა ფიქრი და ყველა იმედი.
ჯვრის უკან დამალულ ეშმაკებს ჰგავს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი