****


ფიქრი ანთებული, როგორც ცეცხლი,
ცეცხლის ალში ჩაფერფლილი გრძნობები,
ათას ხელში გამოვლილი ვერცხლი,
ირგვლივ ყველგან მკვლელები და მონები.
წყლის წვეთებად ძირს დაღვრილი სიმართლე,
რას დაეძებ, თავი ხომ გაიმართლე?!
დედამიწაც დაემსგავსა საღორეს,
გოდოლს მიღმა დარჩენილა სამოთხე.
შავი ღრუბლის ქროლვა სწრაფი, ხშირი,
ხშირი ფიცით დანამული მიწა,
ზურგში ურტყი და გახდები გმირი,
გმირის ქებას ხალხმა დღეს ხმა მისცა.
მაგრამ ცაზე, მზე თუ ისევ ანათებს,
ერთხელ ის, ჩრდილშიც შემოანათებს,
ამით, ჩვენც მოვრჩებით კამათს,
და სიკეთე ბოროტს ეტყვის შამათს!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი