დაბადება


გატეხე ნაჭუჭი, რომელშიც ზიხარ,
დაიბადე მეორედ, ამჯერად შენით, გარეშე დედისა,
არ დაუჯერო სიტყვებს, რაც უნდა გითხრან,
შენ ხარ ქმნილება, მსგავსად ღმერთისა.
იპოვე თავი ტანჯვის წვეთებში,
სველი ნაჭერივით გაწურე ცოდვა,
და გაიკვლიე გზები გველებში,
არ შეშინდე, თუ მოგიწევს ხოხვა.
ჩაიხედები როცა სარკეში,
შიცნობ ნამდვილს, შენს იერ-სახეს,
გაცისკროვნებულ შუქებს სარკმელში,
დღის ბინდ-ბუნდში, რომ თვალებს ახელს.
შეხედავ პირდაპირ, მოურიდებლად,
ის ხომ არ მალავს, ყველაფერს ამხელს,
აღდგები შემდეგ, უკვე სრულქმნილი,
შრამები, სისხლი ჟანრის სტილია,
იერიშით აიღე შენი სურვილი,
როგორც აიღეს ბასტილია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი