****


ხალხში ჟრიამული შეირხა ბრძოლის,
სანახაობის ფეიერვერკს ელის,
სისხლი აწვება საფეთქლებს ძრწოლით,
მსხვერპლი გაჩენას თავისას წყევლის.
მსხვერპლის ადგილას ყოფილა ვინაც,
თავის წარსული მან კარგად იცის,
უყურებ, შენ ხარ, თუ სხვაა ვიღაც,
პეიზაჟს ხედავ, რომელიც იწვის.
ცდილობ დაღწევას, ცდილობ გაქცევას,
შეხიზვნა გინდა მთებში და თოვლში,
წინ ხალხი ლამობს ფეხით გათელვას,
ისევე შენ ხარ აქ მთავარ როლში.
ნელ-ნელა დგები, იბერტყავ წარსულს,
იბერტყავ მომავალს, იბერტყავ აწმყოს,
გულს რაც ეწადა, ეხლაღა არ სურს,
არც იმედებს და გეგმებს აწყობს.
ბურუსით მოცულა სივრცე ნოტიო
გამეფებულა ჰაერში კითხვა,
ხე რომ წაიქცა, გადარჩა ტოტიო?
პასუხი დუმს, არვისგან ითქვა.
არვისგან ითქვა პასუხი,
არვისგან ითქვა არრარა...
და გაყვა გზას ლანდი ნაგვემი,
და ფონად ადევს გზას კარმანიოლა,
და კარგად აქვს ამ ლანდს ნაგემი,
რისთვისაც ალბათ, კარმამ იომა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი