****


პირქუში ტალღები ეხეთქებიან კლდეებს ჯიუტად,
ღამე უგრძნობი წამოსდგომია თავზე ბიუსტად,
და ამ ხმაურში შვებას ჰპოვებს ჩაგრულთ გოდება,
მოაზროვნეთა ექსპრესია, რომ არქვა როდენმა.
უსამართლობით გაიჟინთა მიწა, შემქნნელი ჩვენი,
ადამიანებს ეს არ ადარდებთ, ადარდებთ სხვა რამ,
ყოველდღიური საზრუნავით დამონებულებს,
არ შესწევთ ძალა, რომ რუტინას შებედონ კმარა.
როგორც პრომეთემ მოუტანა მოკვდავთ სინათლე,
ამბოხის გამო, დღევანდელ დღესაც ის დასჯილია,
სიცოცხლე ღირს, თუ მასშია სხივად სიმართლე,
ამქვეყნად არა, მაგრამ ზეცაში ეს განჯილია.
მილიონობით დაჩაგრული, ნაგვემი სული,
რომელიც არ ითხოვს თავგანწირვას, თუმცა სჭირდება,
იქნებ ვუშველოთ, ცხოვრებაში გავბედოთ რთული,
თორემ სიკეთეს ბოროტება სიკვდილს ჰპირდება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი