დიალოგი


ღმერს დაუგროვდა კითხვები ცაში,
რისთვის შეგქმენი ადამიანო,
თვალები ჩაუშვი სულეთის ჭაში,
და მიპასუხე მუდამ რქიანო,
რატომ აფუჭებ, ძალუმად ყოველს,
რატომ არ გინდა, მცნებების დაცვა,
რატომ აჯობე სიმცეხით ცხოველს,
და გინდა მთელი სამყარო დაწვა,
გიყურებ უკვე რამდენი ხანი,
იმედად იმის რომ გონს მოეგო,
ვერ გაგიგია ანი და ბანი,
სულ იმას ფიქრობ, როგორ მოეწყო,
სულ დაივიწყე კვდომა და სული,
მარად ცოცხალი გგონია თავი,
შენი ცხოვრების არსია ფული,
ბილიკზე დგახარ რომ არის ავი,
მაშინ მომმართავ სხვა გზა რომ არ ჩანს,
თუმცა ზოგჯერ ესეც არ ხდება,
ის ხალხი არ გახსოვს რომელიც არ ჭამს,
მითხარი ერთი შენ თავს რა ხდება?!
და ჩამოვარდა სიჩუმე მყარი,
პასუხის გაცემა იკადრა ერთმა,
შენი კითხვები სადავო არი,
ჯერ არ დამსაჯო ამისთვის ღმერთმა,
უსამართლობამ ბევრჯერ ნახულმა,
დამავიწყა მე გულმოწყალება,
და სამართალმა პირწამახულმა,
გადაიარა ბევრი წვალება,
შევითვისე რა, შენი როლები,
ვკლავდი და ვგმობდი ზეცის სახელით,
არ დავიტოვე ირგვლივ ტოლები,
რომ არ მესაჯა ყველა ამ ხელით,
ნელ-ნელა დაედო გონებას მტვერი,
შენი დიდებაც მტვერმა დაფარა,
ყველა მეგონა გარშემო მტერი,
ვიყავი მზე და ირგვლივ საჰარა,
ფარისევლებიც მომრავლდა ძლიერ,
მხოლოდ გარეგანს ეტრფიან წესებს,
წვერი აქვთ დიდი, იცავენ იერს,
თუმცა არ დგანან შენებურ რელსებს.
ზოგიც დასაჯე ვფიქრობ ტყუილად,
და გაბოროტდა მერე დასჯილი,
რისთვის აკეთებ მითხარი ასე,
და რატომ არის ასე განსჯილი.
ან პასუხს რას მთხოვ,
შემქნელო ყოვლის,
შენი ნება არაა განა,
შენ არ გეკუთვნის ფანტელი თოვლის,
მსხვერპლის კისრი, და მკვლელის დანა?!
ჩემი ცოდვებიც შენი ბრალია,
რადგან დამბადე ასე,
ეშმაკის კართან დამტოვე,
მე გამოგხედე წამსვე,
და ვიცი მაინც არსებობ,
შენ ხელს ყველგან ვგრძნობ მარად,
ჩემი ცოდვებიც შენი ფერია,
და შენი მადლი გამიხდა ფარად
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი