****


ისე ძლიერ წვიმს, რომ დაუფარავს საწუთრო წვეთებს,
სხეული ეძებს აწ ხილულ, დაკარგულ სულებს,
ათრთოლებული გულის ცემა ზეციურ ეთერს,
უგზავნის კოცნას დაუვიწყარს და დროში ულევს.
სადღაც მინახავს ეს სილუეტი,
წარსულის კუნაპეტ ელეგიაში,
გონებას ესხმება გიჟური რეტი,
სურს, რომ დავარდეს ეკლესიაში.
შეეხოს ხატებს და უთხრას მალვით,
რატომ დავკარგე ის, ვინც მიყვარდა,
ვინც დამიხატავს უხილავ კალმით,
ვისზე ოცნებაც გულში მიკრავდა.
მე დავრჩი ასე, ის კი ღამეში,
ვარსკვლავს უყურებს, რომელიც კრთოდა,
გადაცემული ანათემაზე,
წარსულს იხსენებს, გარდასულ დროთა.
რაც უნდა მოხდეს, შევხვდებით ისევ,
შევსვათ მანამდე ლეთეს მდინარე,
ავარდებიან გრძნობები მყისვე,
და რაც გეწადოს, მაშინ ინატრე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი