სოფელში, მთის ძირას


სოფელში, მთის ძირას, ყრუ ეზოებში,
ველური ბუნება ლამაზად ხარობს,
შეუცნობელი ფერთა გამები,
ხატავენ ნიავს, ღამე კი ქარობს.
დამსკდარ მოაჯირზე შაშვთა გუნდები,
ნატიფი გალობით ცარს აბრუებენ,
შორიდან, თითქოს სახლში ბრუნდები,
ბავშვურ შეგრძნებებს ატრუებენ.
თივის ზვინები ელავენ ყვითლად,
და სიკვდილს სიცოცხლე ძალუმად მარხავს,
საჭირო არაა, რომ დასვან კითხვად,
მთის ძირას სიმშვიდეს აქ ყველა ნახავს.
დამსკდარ მოაჯირზე შაშვთა გუნდები,
ნატიფი გალობით ცას აბრუებენ,
სოფელში, მთის ძირას, ყრუ ეზოებში,
თურმე, გარდასულ წლებს აბრუნებენ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი