****


მთების კამარა,
ცის თაღის ქვემოთ,
ღრუბლების ამარა,
იყო მოწყენით.
მოლოდინები ლურჯი სხივების,
სიზმრის კარებთან ატუზულები,
აყვავებული ტურფა იების,
შიგ შთაბერილი მარტო სულები.
იის სულები,
სუნი საამური,
სითბო ულევი,
ნეტავ სადაური?...
გაიხსნა სიზმრის ფართო კარები,
გამოჩნდა შიგნით ქორო ოცნებათა,
გიყურებს უცხო, სწრაფი თვალები,
აკვირდებიან დროში მორბენალთა.
სიზმარი ცხადში გადარეული,
ორივეს ამკობს გვირგვინი მეფის,
მთების კამარა,
ცის თაღის ქვემოთ,
თავის მოწყენით,
ყველაფერს გეტყვის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი