****


იცვლება სურათები,
იცვლება ხედები,
თეთრდება შავი თმები,
კანკალებს ხელები.
იცვლება გარემო,
როგორც არასდროს,
ქარი წვიმასთან,
დუელს არა თმობს.
მატულობს წლები,
იცვლები თვითონ,
კარგავ რაღაცას,
პოულობ ვითომ.
სად წახვალ ბოლოს,
სად გიძევს გზა,
ჩრდილში თუ მზეში,
იზრდება ბზა.
შენ რომ შეგამკონ,
ან დაგამარცხონ,
ცოტა შეგაქონ,
თუნდ, დაგამდაბლონ.
ქარტეხილებმა ვერა დაგაკლო,
გასწავლა ტანჯვა, წესები ომის,
შეძახილებმა არსად გაგახმო,
ერთი პიროვნება გზას გადის ორის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი