****


შეცვლილი არის არემარე,
აღარ გავს ძველს,
აღარ ოხშივრობს სუნი ნედლი,
სევდა კრავს ძნებს.
გაქრა, ჩაიკარგა, შორეთის გადაღმა,
რაც მამხნევებდა, ყვიროდა თეთრად,
ვერ შევამჩნიე, ისე დაღამდა,
ჩაიწვა იმედი და იქცა ფერფლად.
ისევ აცივდა, ცა მოიქუფრა,
ჰაერი თითქოს გადაჭრა ბასრმა,
გადაუგლიჯა არტერიები,
იღბლიან დროთა, სისხლი სვა თარსმა.
მიძინებული ისევ ძილს დარჩა,
ვისაც ეწადა, ვერც მან იფხიზლა,
თვე წელიწადთა კარების ხარჭა,
დროშო დაეცა, ვერ ითილისმა.
პასუხი, დარჩა უთქმელი სიტყვა,
ბალახმა თავი ქვეშ ხარა თრთვილის,
რასაც ვუცდიდი, ალბათ, კვლავ ვუცდი,
და თუ ვერ ვნახე, ვუტოვებ თბილისს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი