****


გაზაფხულია
ქარი კვლავ არხევს ხეებს
უნდა ვიღაცას რომ უთხრან სიტყვა
სადღაც ოთახში ბჟუტავს სანთელი
და პასუხს ასწრებს, ისევე კითხვა
მზის სხივი მეფობს კვლავაც მიწაზე
შორიდან ისმის ნაზი ჰანგები
ჩემი კი არა ღმერთის იწამე
აი ტაძრები ცამდე ნაგები
ცაც მოიქუფრა, მგონი იწვიმებს
სარკმელთან კატა ყირას გადადის
რაზეც ტიროდი მასზე იცინებ
იცინებ მაგრამ, ნეტავ სადამდის
იხსენებ წინაპრებს და გინდა მათთან
კარებზე კაკუნი სიმშვიდეს გირღვევს
მუხლები ისევ მონობენ ხატთან
თვალი კი ზომავს, ჭაობის სიღრმეს
და დგება დილა
შემოფრენიან ჩიტები ტოტებს
იმედი როგორც ნაწვიმი სილა
ისე მძიმეა,ყური კი ნოტებს..
ეძებს ყოველგან, ეძებს გიჟივით
უნდა მასს გაჰყვეს რწმენის ტრამალზე
შენ კი ლოგინზე კვლავ წამომჯდარი
იღვიძებ ადრე, უფრო მამალზე
და ემოცია გიბიძგებს ცისკენ
გინდა ჩადენა თუმცა არ იცი
გინდა სიავე კარგს აზიარო
ისევ გარბიხარ, წამით არ იცდი
სახელი არ ქვია ამ ყოველივეს
ვერ მოიხელთებ და ვერც დაიჭერ
დადგენილ წესთა ტრიალ მინდორზე
როგორც ავაზა ისე გაიჭერ
გააზაფხულია
ქარი კვლავ არხევს ხეებს
უნდა ვიღაცას რომ უთხრან სიტყვა
სადღაც ოთახში ბჟუტავს სანთელი
და პასუხს ასწრებს ისევე კითხვა
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი