მეტამორფოზა


ცაზე ხატავენ ღრუბლები ფორმებს
ზოგი სპილოს გავს ზოგი ლომია
ჩვენ კი დავადგენთ მიწაზე ნორმებს
რომელიც ჯამში ყველა ნოლია
დღეს გავხარ ფაშატს, შორი გზა გიდევს
ხვალ ერთ ადგილზე მოგიწევს დაცდა
წვიმა და ქარი ჰორიზონტს გირღვევს
ნასროლი ტყვიაც სამიზნეს აცდა
ცაში ახედე, გაყევი მნათობს
გადაიქეცი ახლა შენ ძაღლად
მეტამორფოზა ცოტათი ართობს
და ის ნამდვილად ღირს კიდეც დაღლად
მერე კი ღრუბელმა დახატა მგელი
იგრძნობ სხეულში ყმუილის ექოს
ჩამოწვა ნისლი, ჟამია ბნელი
და მთელი ხროვა მოადგა ბექობს
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი