****


პეპლები ლამპას უვლიან ირგვლივ
ღამე არის და ხმა ისმის ხეთა
იწვება ცხოვრება და მისი ჟამი
ყიჟინა მოდის გარდასულ დღეთა
ჩემი რწმენა თქვენსას არა გავს
ვერ ვიტან ხალხის ფართო შეკრებას
რისიც ყველას სწამს იმის არა მწამს
და არ დავეძებ თქვენგან შექებას
მუქი ნისლები დაეშვნენ დაბლა
მხოლოდ სილუეტს ვარჩევ შორიდან
სამყოფი ჩვენი ვით ცხენთა თავლა
შედგება ძვლების დიდი ხროვიდან
სადაც ყველას სწადია რაღაც
პირველობაა ყველას მიზანი
სისხლი დაღვრილა მრავალი აქაც
მე კი გეძახი მოდი მიცანი
ჩემი ხელები უკვე გასვრილი
მხოლოდ ჩემია და არ მრცხვენია
და შეძახილი ცამდე ასვრილი
ზოგჯერ სიცოცხლეს როგორც შვენიან
თუ არ ჩადიხარ მიწაზე ცოდვას
ვერ მოიპოვებ იცოდე რწმენას
მოყვები ისევ უაზრო ბოდვას
და ბგერა დაღლის ისევე ენას
ლურსმნები ყველას აქ როდის მოხვდა
სისხლის წვეთები კვლავაც წმინდაა
ვინც მართალს ამბობს ისევე მოკვდა
მე კი მართლების სიცოცხლე მინდა
მინდა ვუყურო მზის ჩასვლას მთაზე
მწვანე ბალახებს გალობას ჩიტთა
ერთი ხმა ვიცნო იმ ათას ხმაზე
და ვიყო გმირი მოყოლილ მითთა
კვლავ ავიტანო დროშა მწვერვალზე
სადაც ქარი უბერავ ძლიერ
შევეგებები იქაც მომხდურებს
ღმერთებს გავაცნობ საკუთარ იერს
მერე კი ისევ გავყვები ლანდებს
მხოლოდ ისინი მიცნობენ კარგად
დავრჩები მარტო ავანთებ კანდელს
სიცოცხლეს არასდროს ვკიდივარ ბარგად
ისევ დაღამდა, ლამპა ანთია
პეპლები ირგვლივ უვლიან შუშას
მიდის ცხოვრება და მისი ჟამი
მარად მიგზავნის საკუთარ გუშაგს
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი