აფრიკა


შორეულ აფრიკის მზით დამწავრ მხარეს,
ფაფარაშლილი ლომების სევდას,
ერთი შეხედვით არც ისე მწარეს,
და ყოველ წუთში თავდასხმის ბედვას,
ადამიანიც იგივე ლომი,
იმ განსხვავებით რომ ის მხდალია,
მონაწილეა სულყველა ომის,
და ყველა წყაროს წყალი დალია,
შორეულ აფრიკის მზით დამწვარ მხარეს,
სადღაც ბაკონგოს ველურ ტომებში,
შველას რომ თხოვენ როკვებით მთვარეს,
და ბინა უდევთ ხეთა რტოებში,
სახეშეღებილს მოხატულ კანზე,
ოფლის ცვარი რომ ოხშივრად ასდის,
ბევრი რგოლები აუსხამს ტანზე,
და აქეთ-იქით გიჟივით დადის,
პატარა ველურს ანცი თვალებით,
წამახულ რქები დაუდგამს თავზე,
შემკული არის მრავალი მძივით,
და იქნებ ფიქრობს რაღაცა ავზე,
მიშტერებია დაბმულ კაიმანს,
მის უხეშ ზურგს და წვეტიან კბილებს,
ხელში უჭირავს სადღაც წაიყვანს,
და მიეცემა წინაპრულ ხილვებს,
შემოჰხვევიან გარშემო სხვებიც,
უცნაურ ბგერათა გაისმის ექო,
მათ შეძახილებს ბანს აძლევს მთებიც,
დარბიან მაგრამ არაფრით ეყოთ,
მზე ღებავს სურათს და აჩარჩოებს,
მათ საიდუმლოს სხივებში ნახავს,
ისმის ხმები და ბაკუნი ჯოხთა,
თითქოს ვიღაცა გულისწორს მარხავს,
შორეულ აფრიკის მზით დამწვარ მხარეს,
გაფატრულ ველზე აღვლენილ ლოცვას,
ეგზალტირებულ მრთოლვარე ხმაურს,
სხვა მოდგმის ხალხი ეძახის ცოდვას...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი