ყველა დროის გმირები


ყველა დროს ყავს თავის გმირი,
კვდება გმირი, რჩება გრიმი,
ყვეა დროში არის წამი,
მწვერვალი და იქვე ხრამი.
ყველა დროის ბრძოლის ველზე,
სისხლი უხვად დაღვრილა,
ყველა დროის ცოდვილ ხელზე,
საკოცნელად დახრილან.
ყველა დროს ყავს ლოთები,
გადაყრილი ბოთლები,
ყველა დროს ყავს კახპები,
ჩამომდნარი ალპები,
ყველა დროს ყავს ქურდები,
მოპარული ხურდები,
ყველა დროს ყავს მილორდი,
ცარიელი ბილბორდი.
ყველა დროს ყავს ტუსაღი,
ავადმყოფი თუ საღი,
ყველა დროს ყავს მაძღარი,
მადიანი მაგარი.
ყველა დროს ყავს მშიერი,
ზეროს ნაცვლად ტიერი,
ყველა დროს ყავს გიჟები,
ფიქრებით დასჯილები.
ყველა დროს ყავს გამცემი,
ზურგში ლახვრის დამცემი,
ყველა დროს ყავს დურგალი,
დანგრეულის მკურნალი.
ყველა დროს ყავს მოხუცი,
ნასწავლი და კონფუცი.
ყველა დროს ყავს მხტვარი,
ყველა დროს ყავს პოეტი,
და ყველაზე მთავარი,
რომელია სონეტი?
ყველა დროს ყავს თავის გმირი,
დროც კი თვითონ გმირია,
კვდება გმირი, რჩება გრიმი,
დრო გმირების გრიმია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი