ბრძოლა უსაზღვროებასთან


უსაზღვროებას ნუ ებრძოლები,
უსაზღვროება ბრძოლებს არა სცნობს,
მაგრამ საზღვრებში მხოლოდ დარჩენა,
წაგართმევს ძალას, მერე გაგახმობს,
მთვარეს გაანდე ზრახვა მალული,
და მზეს უამბე ღიად სათქმელი,
სიცოცხლე წამია საკრალური,
დაგმანულია ბევრი სარკმელი.
თავის შეცნობით აღე დარაბა,
ყველა ფერებში არჩიე ლურჯი,
შენ არც ქრისტე ხარ და არც ბარაბა,
განსხვავებული აიღე ფუნჯი.
ეს სამანებიც ნაწილია მთელ სამყაროსი,
პატარა მოედნით შეიძლება გაკვირვდეს დიდი,
ისე უსვამდა ნიჩბებს მატროსი,
ზღვას მის წინაშე გაუჩნდა რიდი.
უსაზღვროებას მიდი, ებრძოლე,
უსაზღვროება ბრძოლებს თანაც სცნობს,
არ შეუშინდე მერეხს და შტორმებს,
უსაზღვროება გიჟებს თანახმობს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი