0 15

****


გადამწვარ სანახებს, სიზმრებს არეულს,
ნახევრად ცოცხალ, მომაკვდავ ქიმერებს,
არ უწერიათ, ალბათ ახდენა,
და კვანძის გახსნა, დაბმულ დილემებს,
ცეცხლმოკიდებულ არეულ გონებას,
თვალებს დაბინდულს, მქროლავ მირაჟებს,
ჯერ არ დაწერილ უცხო სონეტებს,
ყელზე ბასრ ხანჯალს, დრო რომ მიაბჯენს,
რას იტყვის მაშინ, თავის წარსულზე,
ანდა მომავალს, როგორღა ხედავს,
იქნებ, ცოტა რამ გვითხრას აწმყოზე,
ხმას არ გვცემს, დუმს და სიჩუმეს ბედავს,
მომავალი ჩანს, თუ ხედვა ქვია,
არეული, ვით მონღოლთა ურდო,
რომ დაემსგავსოს ცოტა რაღაცას,
წარსული ლამაზად უნდა გაქურდო
კომენტარები (0)