უბრალო დღეს


უბრალო დღეს,
მზე რომ ანათებს,
ზამთრის სუსხი,რომ თამაშობს ცაში,
ჰორიზონტს ვუცქერ და ვხედავ მთებს,
მათი ფიქრები არ აღწევს ბარში.
უბრალო დღეს, 
უბრალო სიტყვა,
უბრალო კითხვა,უბრალო ღიმი,
საქმე მადლის და გვერდზე სიძვა,
დღის ნაწილია ყველა და ღილი.
უბრალო ტაში,უბრალო მოწყენა,
შური და ბოღმა გადაჯაჭვული,
ტკბილი და მწარე,ორივე ენა
ერთ ფილმში არის სახელგანთქმული.
უბრალო ვარდი,
წითელი,თეთრი,
ლამაზი დარდი
მიზეზი ბევრი,
უბრალო კოცნა,
უბრალო ოცნება,
თაიგულები და გაოცება.
ტრუბადურების უდარდელობა,
სატრფოს მიძღვნილი უბრალო ჰანგი,
არის ნაცადი ძველი ხელობა
აბრუებს,ატკბობს,ვითარცა ბანგი.
უბრალოდ მინდოდა,რაღაცა მეთქვა,
უბრალო სულიერს,უბრალო ერთს,
უბრალო ფიქრების წვიმა და სეტყვა,
თქვენ გაგიმხილეთ,უბრალოდ დღეს
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი