სიტყვა არ კვდება ლამაზად თქმული


შავ ღრუბელს მზის სხივი გამოჭრის,
სანაპიროზე კი ქალი ცეკვავს,
მისი სხეული ჩრდილად გამოკრთის,
ზღვა ცოცხალი გულივით ფეთქავს.
სიმღერა,თითქოს, უცხო ჰანგებზე,
სხეულს ედება ლამაზ ოცნებად,
სიტყვა შემშრალი მთქმელის ბაგეზე,
გარდაიქმნება ვით ველურ ცხენად.
ვერ გახედნიან, ვერ მოთოკავენ,
თავის გზებს გაიკვლევს ველად,
და თუ ესვრიან, ანდა მოკლავენ,
ისევ აღსდგება მაშინვე, ხელად.
სიტყვა არ კვდება ლამაზად თქმული,
ღრუბელს ერთვის და იქცევა სხივად,
სანაპიროზე კი ქალი ცეკვავს,
და ცეკვის ბოლოს იქცევა სიტყვად.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი