****


როდესაც მოცარტი წერდა მუსიკას,
ის მაშინ არ იყო ადამიანი,
ის მაშინ ამაღლდა, შეერთო კოსმოსს,
აამეტყველა ნოტი ფრთიანი.
ასევე სცდება ამ ცის კაბადონს,
მარადისობას ერწყმიან სხვანიც,
ასი ბუნება ერთად კამათობს,
არ დაუდია არც ერთს, რომ ზღვარი.
ვინც მოკლა სულში მსგავსება სხვათა,
ერთმანეთს აჯახა ფიქრები ზღვათა,
დაიწყო თავისი სისხლით მზის ხატვა,
მოცარტის მსგავსად, ისიც ზღვარს გასცდა.
ეს გზა ძნელია,
აქ სიკვდილი უსწრებს წინ შობას,
ეს გზა ბნელია,
და ეს სიბნელე ანათებს ყოფას.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი