****


ვიოლინოს სიმებს ეხება ხემი,
და აღავლენენ ზეციურ ნოტებს,
სულს ექერცლება საფარი თხელი,
ჰგვანან ფოთლების გარეშე ტოტებს.
რომელიც დააზრო სიცივემ ურჩად,
მიამსგავსა ის ბუდუარს მკვდარის,
ცა შეიმოსა ზღვასავით ლურჯად
აწმყო და წარსული ძლიერად ყვავის.
მიტოვებული სადღაც ნაძვები,
მიტოვებული სადღაც სახლები,
ყველაფერია თითქოს ნაგვემი,
ფერები ჭარბობს უფრო თალხები.
ეს რა ჰგავს სიზმარს ან სიზმარია,
ბილიკი ვიწრო მიდის იქამდე,
შეუცნობელი გზად სიმპათია,
განმდევნის სადღაც უცხო რიფამდე.
ვიოლინოს სიმებს ეხება ხემი,
სულმა ეს გრძნობა, ეს განცდა იცის,
გარიყულია ოცნება ჩემი,
როგორც დანტესი და ციხე იფის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი