მღვდელი და იუდა


მივიდა ერთხელ იუდა მღვდელთან,
ცოდვები მამძიმეს, უთხრა მამაო,
გისმენო, პადრემ მიუგო ხელად,
და ხელით მარჯვენით მოსვა კაკაო.
საიდან დავიწყო არ ვიცი მაგრამ,
გამორჩეულად ყველაზე მეტად,
თავი ვიგრძენი ცუდად და ხარბად,
როცა გავყიდე ისეო ვერცხლად.
შეგინდობს ღმერთი, მიუგო მღვდელმა
მისი არსება დიდია დიდზე,
შენამდე, აქვე რიგითმა მკვლელმა
სისხლი განბანა საკუთარ თითზე.
ნუთუ არ გესმით, უთხრა იუდამ,
უბრალო კაცი არ გამიცია,
ის იყო ღმერთი საქმით და სიტყვით,
ამ საქმით მე ჩემი თავიც გამიცია.
შენ, შენ თავს დარდობ, თუ ცოდვას შენსას?
რისთვის მოხვედი, თქვი ბარემ სრულად,
შეგინდობს მაინც უფალი ცაში,
მე რამდენს მომცემ, მითხარი ფულად?
ჩემამდე მკვლელი ახსენეთ მგონი,
მითხარით, რა ღირდა იმის ცოდვები?
მიუხედავად ამ ცოდვის ბრალით,
არ დამიკარგავს ბოლომდე გონი.
არ ცდები, რადგან ვახსენე მკვლელი,
შენ კი ახსენე, მე მგონი ღმერთი,
მას, უბრალო სისხლში ერია ხელი,
კაცი ბევრია, ღმერთი კი ერთი,
ცოდვების ფასიც ამის მიხედვით,
იწევა მაღლა, ალბათ, მიხვდები.
სამოცი ვერცხლი მიბოძე აქვე,
რომ შენი ცოდვა, არსად არ წაგყვეს,
რომ არ დაიწვა, გეენის ცეცხლში,
და რაც ცუდია, აქავე დარჩეს.
გამომართვიო უთხრა იუდამ,
აქ მხოლოდ მისი ნახევარია,
რაც მე ავიღე, იმ საქმის გამო,
ახლა ის ვერცხლი შენს ხელში ყრია.
მღვდელი დაფიქრდა შემდეგ კი უთხრა:
ვხედავ, გაწუხებს მართლა ეს საქმე,
დარდმაც სახეზე დაგატყო კვალი,
ჩემი არ მიდის, რადგანაც რამე,
ავიღებ, მაგრამ დაგრჩება ვალი,
დილის ჟამს, ყოველთვის, მოხვალ თანაბრად,
წვიმა იქნება, თოვლი თუ სეტყვა,
და შეთანხმების ჩვენის თანახმად,
ჩემს სამოსს დაუწყებ მტვრისაგან ბერტყვას.
ბერტყავდა იუდა მტვრისაგან სამოსს,
ზრუნავდა კაბის სისუფთავეზე,
რადგანაც დააკლდა ვერცხლები სამოცს,
მონად გახდა ის მღდელის კარებზე.
ასე გავიდა წელი მრავალი,
მოგებული დარჩა ამ საქმით მამაო,
ცოდვა დარჩა ისევ იუდას,
სუფთა მამაო სვამდა კაკაოს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი