დასაწისში რთულია დასასრულის მხილება


დასაწისში რთულია დასასრულის მხილება,
თეთრი ქრიზანთემული ალიონის სხივებმა,
ერთად თავი შეკრიბეს და გააპეს ცის კიდე,
დედამიწა გასენეს და გასენეს სხვაც კიდევ,
მეხმარება მუზებში ღამის გადათენება,
დარბეული გონების სისხლად გადამტერება,
საყდრის გაშლილ ეზოში მიმობნეულ ტარიგებს,
ისე კლავენ გულგრილად, არვინ არ ათარიღებს,
ხმასაც არვინ არ იღებს, გულისთქმას კი წაიღებს,
ეკლით სავსე შარაზე, ვარდი ვისთვის გაიფენს,
და ყმუიან ქარები,როგორც ტყეში მგლის ხროვა,
სადღაც დაჭრილს სისხლი სდის და ამოსდის გულს ოხვრა.
უდაბნოს კი აერთებს ზღვასთან ლურჯი ზოლები,
ზღვაც ხომ უდაბნო არის, წყლით სავსე და მღელვარე,
ერთმანეთის მოქიშპე ერთმანეთის ტოლები,
უდაბნოში ზღვა ღელავს ახლა ყვითლად ელვარე.
ასეთ მარადისობის გიჟურ მოზღვავებისას,
სიჩუმეს ჩაუფიქრდი, გაყურსული ბგერისას,
გაიკაფავს ვარსკვლავი ადგილს დროის მიჯნაზე,
და კიდევაც იმარჯვებს სამუდამო მირაჟზე.
ჩანჩქერებად იფეთქებს გრძნობა სულს მორეული,
თითის ანაბეჭდივით არ ჰყავს მას ორეული,
ყველაფერს გადალახავს, გამოამტვრევს გალიებს,
ახლიდან ააყვავებს, დამჭკნარ მომაკვდავ იებს.
ისევ დგება აისი ახლა ინფერნალური,
ისევ დგება აისი ახლა სამოთხის დარი,
არაფერი ახლა არ არის ბანალური,
თუმც იღება ნაცნობი, ყველაზე უცნობი კარი.
დასაწყისში რთულია დასასრულის მხილება,
დასასრული ადრეა, ჯერ ისევ ქრიან ქარნი,
დასაწისში რთულია დასასრულის მხილება,
დასასრული ადრეა, ქრის ჯერ ისევ, ქრის ქარი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი