****


იბადებიან დიად საქმისთვის,
დიადი საქმე, რა არის ნეტავ?
კეთილდღეობა, ნუთუ ხალხისთვის?!
შენ როგორ ფიქრობ, ან როგორ ხედავ.
გაბედავ იყო რჩეული ბედის,
გაბედავ იყო ბედისგან ნაგვემი,
გაბედავ იყო მტვირთველი სევდის,
დანგრეული და ცამდე ნაგები.
გაბედავ, იყო სინათლე ბნელში,
დაიწვა ფერფლად, რომ გაანათო,
გაბედავ, მოგხვდეს ლურსმანი ხელში,
წვეთები სისხლის, ქარს გაატანო.
ჩარჩო იდეის და ჩარჩო მრწამსის,
აქციო ლიანდაგად რომელზეც გაწვები,
როგორც ლამაზი ვალსი ბრამსის,
დამთავრდები და კიდევ დარჩები.
იბადებიან დიად საქმისთვის,
ისტორია რომ ამკობს ბადახშით,
უბედურ ვარსკლავზე გაჩენილები,
ბედნიერებას დაყავს ზარდახშით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი