მფარველ ანგელოზებს


მფარველ ანგელოზთ ფრთები გაუშლიათ,
საცაა გაფრენას დააპირებენ,
ცოდვის აფრები ქარში აუშვიათ,
ანგელოზთ გვემენ და ატირებენ.
სულ რომ ზურგს გიმაგრებს,
ძალა უჩინარი,
შრამებს დაგიამებს,
ჩუმი, ურჩი არი.
კლდის ქიმზე დამდგარს,
ჰაერში გელოდება,
ბოროტთა ამქარს,
არვინ რომ ეცოდება,
ხელს ისე გკრავენ, რომ არ ფიქრდებიან,
თავის მფარველს კლავენ, თან არც ფითრდებიან,
ქვებს ესვრიან და ხმებში უყვირიან,
ეშმაკს ხელს ართმევენ, გულით უღიმიან.
იმ ძალას აბრაზებენ, იმ ძალას ძლიერს,
დედამიწაზე ბებერს და ხნიერს,
რომ ეომნენ და ვერაფრით სძლიეს,
რომ ინარჩუნებს პირვანდელ იერს.
სისხლით შეღებილა კაცთა საცხოვრისი,
ზაგი გადარჩა და ზოგის სახსნოვნისი,
თუ ცოცხლობს შენში ხატი მაცხოვრისი,
შემწე იყავი უბირ მათხოვრისი...
მხარზე ჩამომჯდარან მუნჯად,
გულში განზრახვით დამალულები,
ყველაფერს ხედავენ ჩუმად,
ყველაფრისაგან დაქანცულები.
მფარველ ანგელოზთ ფრთები გაუშლიათ,
საცაა გაფრენას დააპირებენ,
ცოდვის აფრები ქარში აუშვიათ,
ანგელოზთ გვემენ და ატირებენ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი