****


როგორც იბადება ჩვილი უბიწო,
და წვალობს დედა მისი შობისას,
ისე სიმართლე იშვა ამქვეყნად,
და ის დაიჭრა ტყუილთან ბრძოლისას.
ყველა არსებას ამვეყნად ცოცხალს,
ზეცით ძლიერმა შთაბერა სული,
ერთ დღეს, ის ერთი მეორეს მოკლავს,
დასამარდება გრძნობა და გული.
ხიდი შედეგის გადის მიზეზზე,
დახლართულია გზები ყოველთვის,
აღმართულია დროშა დიდ მთებზე,
ქარი დაბერავს, ფრიალს რომ ელტვის.
გვირგვინი მაინც უბრალოს რჩება,
დრონი ვერ მეფობს ამქვეყნად ყველას,
მზის ძალის ირგვლივ ყინული დნება,
ყვავილი თოვლში კი არ ითხოვს შველას.
აღმართულია დროშა დიდ მთებზე,
ქარი დაბერავს, ფრიალს რომ ელტვის,
ფიქრები თავში გროვდება თხემზე,
ენა ყოველთვის სათქმელს არ გეტყვის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი