სანამ დაეცემი


სანამ დაეცემი, სანამ წაგაქცევენ,
მანამდე დაიჯერე ძალა ამ ბუნების,
შიში და სურვილი ერთმანეთს გადაძლევენ,
ნახვა ბევრს სწადია, ნახვა ამ დუელის.
ხალხი შეყრილია იცდის გილიოტინა,
გრევის მოედანიც უკვე ახლოს არის,
ჯალათიც დაიღალა, მობეზრდა ეს რუტინა,
ისიც ცოცხალია, მასშიც სული არის.
თვალებში იკითხება მხეცური დაჟინება,
სიცოცხლის სურვილს გული ვეღარ იტევს,
დაღლილს ემოციით კიდეც გეცინება,
ხმა, ტაშის ცემის უფრო მაღლა იწევს.
რწმენის საზომია მხოლოდ თავგანწირვა,
სიკვდილის სარკეში ნიღბით ვერ გაძვრები,
ფრთები დაიქნიე, როგორც მთის არწივმა,
რაც უნდა მოხდეს, მაინც ვერ ასცდები.
მძიმეა სინანული, მძიმეა მისი მსჯავრი,
არ გინდა შეფასება, არ გინდა ვინმეს განსჯა,
სიცოცხლე ბევრისთვის არის მძიმე ჯვარი,
ცუდი ქმნას, ჯობია ყოველთვის კარგი გარჯა.
შიშს სიკვდილისა და შიშს გაქრობის,
არც ერთს ხელს არ ვკიდებ, არც ერთს ვიჩუქებ,
რომელ ხალხს ვეკუთვნი, რომელ ამქრობის,
კითხვას, პასუხი გასცეს ამ სუჩუმემ!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი