****


ცხოვრება მაქვს ასაწყობი,
თორემ, დაკვრა ვიცი მაგრად,
ცარიელი დევს იქ გობი,
გრძნობამ გრძნობას ხელი გაჰკრა.
გიყურებდით შენ ჩვენ ორნი,
ერთის თვალი ჭრიდა მაგრად,
დაფრინავენ ცაში მგონი,
გვიბრუნდება ჩვენი კარმა.
ზღვიდან ხმები მოდის ტალღის,
ცაზე შუქი გვამცნობს ახალს,
ნივთებია ძველი დახლის,
ჩამოღება ვთხოვოთ მაღალს.
ხშირად ხდება, რაც არ გინდა,
რაც გინახავს ვეღარ ნახავ,
თუ გიკითხავს მე რა მინდა?
ან რა მიზნებს, გზებს ვისახავ?
ყველა თავის ჯამზე ფიქრობს,
ყველა იკლას თავის წყურვილს,
შენ კი, შუბლში ტყვიას გითმობს,
და ისრულებს თავის სურვილს.
ფინიშთან კი დაეცემი,
სამართალი იწყებს ჭამას,
თუ გახდები დღეს შენ მეფე,
ვერ ასცდები, ხვალ შენ ჯვარცმას.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი