****


დედამიწას და მის მომავალს,
წინასწარ უჭვრეტს მთვარე,
განზომილების ორთქმავალს,
შეგრძნებები აქვს მწარე.
ჯადოქრობა, მისტიკა, კაბალა,
გახვეულები შავ-თეთრ პორფირში,
სათქმელი პირდაპირ არ თქვა, დამალა,
არც მადლობა თქვა და არც ბოდიში.
მისტიკა, აღწევს ყველას სხეულში,
განწირულების შარმი დიდია,
დღე გადაღლილი ღამის თეულში,
თავსა და ბოლოს გრძელი ხიდია.
გადამწვარი სანახები,
გაყინული ხევი,
საიდუმლო სამარხები,
წყაროს თავში დევი.
ხალხი მწკრივად ჩამომჯდარი,
დახეული სამოსით,
გაბატონდა სოვდაგარი,
შაშვი მოკლეს გალობით.
ვერ გავუგე დღევანდელ დღეს,
დამარქმევენ რეტროგრადს,
ხომ გიცავდი ამდენ წელს,
ეკლებმა აყვედრეს ვარდს.
დაიღალა პლანეტა, გადაშალა ხელები,
მზემ ტოლი არ დაუდო, შემოისხა მანტია,
ყველაფერი მზად არის, იმართება ბალები,
მესაფლავე მთვარეა, მიწაა ქირომანტია
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი