****


ღრუბლიდან, მთვარის შუქზე ბაცად,
მოჩანს მდინარის ზვირთები ნაზად,
ხმეს და სინათლეს შემოაქვთ კვლავაც,
შეგრძნება, უცხო, ნაცნობი თანაც,
ამაღლებული განწყობა სულის,
როცა ფიქრები ერთმანეთს ცვლიან,
სისხლი იფეთქებს აწყვეტილ გულის,
ფანჯრიდან ბავშვები ვარსკვლავებს თვლიან,
არა გყავს მტერი, გგონია ალბათ,
შენთვის მიდიხარ, ხმებს უსმენ ფოთლების,
თვალს გაუსწორებ, ხე რომ დგას ცალად,
ხე დირიჟორობს, მცოდნეა ნოტების,
ბუნების დასი, ვერ იტანს ბოროტს,
თუ მოეწონე გაჩუქებს ძალას,
სივრცეს გაჩვენებს, დაგიმტვრევს სოროს,
დაჭრილ წარსულზე დაგაყრის წამალს,
ხე დირიჟორობს, მღერიან ფოთლები,
შენ ისევ დგახარ, გაჰყურებ სივრცეს,
სივრცეს უყურებ, გიყურებს სივრცეც,
აღარ ხარ მარტო შენ უკვე გიცნეს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი