****


პირველი კაცი, რომელიც იშვა,
რა ერქვა, არ ვიცი, მგონი ადამი,
გაუმართლა თუ უმტყუნა ბედმა?
დღემდე არა ჰყავს ადამს ბადალი.
ჩვენა ყველა მისი მოდგა ვართ,
ადამიანი გვქვია ამიტომ,
ერთმანეთის გვშურს და ერთმანეთს ვკლავთ,
პასუხი ბევრია კითხვაზე რატომ?
მეფე ხარ, მონა თუ კარისკაცი,
შენი ყვირილი მზეს არ ასწვდება,
ადამიანი ხარ ჯარისკაცი,
პაიკი ყოველთვის პაიკად არ რჩება.
რა გვსურს დღეს შვილებს მამა ადამის?
თავზე გვირგვინი, ხელებში სკიპტრა,
ბატკანი არ ვარ მამა აბრამის,
კაცი სჯობია, თუ კაცს სჯობს ვირთხა?!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი