0 15

დიალოგი სიჩუმეში


დიალოგი სიჩუმეში,
როცა დარჩები მარტო,
არის ფიქრების დუელი,
შავის და თეთრის ბრძოლა.
შენში არსებობს ორივე,
ღმერთიც და სატანაც,
ძალიან ძნელია,
ზოგჯერ ამისი ატანა.
უნდა გაუძლო,
მიყვე სავალ გზებს,
უსმინო გულის ხმას,
სიკეთის სამარხებს.
გაეცი კარგი,
ცუდი მიიღე,
მაშინ ხარ ღმერთი,
მაშინ იღიმე...
აღდგომა შენი დავარდნაშია,
ეს ჯერ არ ესმით, ეს ჯერ რთულია,
სწორედ მაშინ ხარ გამარჯვებული,
წაგება, როცა ნებადართულია.
კომენტარები (0)