დროა ახალი სამყარო იშვას


ჰიმალაებში აცეკვდა შივა,
როცა სამყარო ახლიდან იშვა,
მრავალჯერ ფერფლად ქცეული გენი,
ახლა ზღვას ღუპავს,პირიქით გემი,
წესრიგი ირღვევა კოსმიურ ძალთა,
სამყაროს ეხევა ფარჩათა კალთა,
წითელი ედება მიწის ნაპირებს,
და ელით წყვეტა დიად ბაგირებს.
როცა აღდგება ფენიქსი ზღაპრად,
სამყარო ქრება და ჩნდება ახლად,
ისევ შობილი ტალღა ქიმებზე,
მუსიკას ბადებს, როგორც სიმებზე,
ჰარმონია შობს ახლა ქაოსებს,
ქაოსი მერე ქაოსს აოსებს,
დაბადება და მერე სიკვდილი
და უთვალავჯერ მერე სიცილი...
ცაზე მოწყვეტა ვარსკვლავის ისევ,
იდუმალ ხმათა ყიჟინას ისევს,
გამოუცნობი ისევ ზვარები,
უსაზღვრო ფიქრთა წვება ზვავები.
ჰიმალაებში აცეკვდა შივა
შემდეგ სამყარო ახლიდან იშვა,
ტარიელივით ემოსა მასაც,
კაბა "გარე თმა" ვეფხვისა ტყავის,
მასაც მოუკლავს ოდესღაც მხეცი,
რომლის თვეებიც ამ წელში ყვავის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი