****


მწვანე ტოტებს შორის მოჩანს ღრუბელი,
იმ ერთ წერტილში, ცა რომ ნათდება,
ისტორიაა გაშლილი მთელი,
აქვს დასასრული თავში დაწყება.
წვიმის ხმა მძიმედ ეცემა ხეებს,
ფეთქდება, როგორც ბრძოლის ველს ბომბი,
რამდენი რამე უნახავთ დღეებს,
სამარხები და კატაკომბი.
როგორ მოვიდ აქამდე ჟამი,
რა გზა განვლო, რა გაიარა?
რამდენი უფსკრული, რამდენი ხრამი,
რამდენი შრამი, რამდენი იარა.
მწვანე ტოტებს შორის მოჩანს ღრუბელი,
იმ ერთ წერტილში, ცა რომ ნათდება,
არის ნიშანი, რაღაცა ახლის,
და ეს ახალიც ძველი გახდება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი