****


სადღაც შორს, ბუნება ყვავის,
ბიჭი გოგოს მიუძღვნის ყვავილს,
ცაში იფეთქებს წითელი მზე,
და გაივაკებს ველებზე დღე.
სადღაც შორს სიცოცხლე ხარობს,
მოლოდინები იმედებს აკრთობს,
ქარი ამბობს სიტყვას და ამბორს,
ხეები ჩუმად შრიალებს ამ დროს.
ვიღაცას უნდა თავისუფლება,
თოვლი მთებზე წვეთ-წვეთად დნება,
აუხდენელი ოცნბა ხდება,
შავი წყვდიადი ნელ-ნელა ქრება.
სადღაც შორს და სადღაც აქვე,
სიკეთის ბოროტთან მიდის ჭიდილი,
ბრძოლის მუსიკას ეცადე აჰყვე,
არ მოიშორო სახეზე ღიმილი.
სადღაც შორს, ძალიან შორს,
სადაც ფეხი ცოცხალს არ დაუდგამს,
ციდან თეთრად ბარდნის და თოვს,
და სილამაზეს ფესვი გაუდგამს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი