****


დახუჭე თვალები და წადი გონებით,
მიყევი მუსიკას, მშვიდად იფრინე,
გაზაფხულდება ისევ რტოებით,
აყვავებული სივრცე იხილე.
ედემის ბაღში აშოლტილ ხეთა,
ნელსურნელებას შეეხე კარგად,
იგრძენი წამი, გათავისუფლდი,
მიხვდი, რამდენ სიხარულს ვკარგავთ.
გათელე ფეხით წინ ლელიანი,
ზომიერებას უქციე გვერდი,
გახსენი შიგნით კლიტენი ყველა,
სხვადასხვა მტრედთა აფრინე გუნდი.
და როცა დადგამ ფეხს იმ ადგილზე,
სადაც ყოფილა ცოტა მიმსვლელი,
შეიგრძნობ მაშინ იმ ხიბლს ბოლომდე,
გადარჩენილი რომ გრძნობს მთასველი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი