რეინკარნაცია


ვგავარ იმ ადგილს, ვულკანურ კრატერს,
სადაც დიოდა ცხელ-ცხელი ლავა,
ვინ იტყვის ბოლომდე, კარგად ვინ აღწერს,
მოსვლას ტკივილის და უკან წასვლას,
ვფიქრობ ვერავინ.
აღწერა ამის აღემატება ვერბალურ ტალანტს,
ან, რა საჭირო ეს არის განა,
ჟღერდეს ხმამაღლა, ვინ რა სიმძიმეს და ვარამს მალავს.
ამ გზას გაივლის ისედაც ყველა,
ამ ცხოვრებაში, ან მერე, სხვაგან,
ეს ნამდვილია, არ არის წყევლა,
დაუწერელი კანონობს რადგან.
სიმძიმე შენი გადავა სხვასთან,
კითხვის გარეშე, ქალი თუ კაცია,
ელოდება ჭა, ხან იცდიან ჭასთან,
ეს არის ნამდვილი რეინკარნაცია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი