ხელები


მხლებლები ხელები, ჩვენი მცველები,
ხელებს ახსოვთ, რაც გონს მიავიწყდა,
ხელები კეთილი, ხანაც მკვლელები,
თავისი პატრონის მზეს მიაფიცხდა.
გამოდის მისგან საქმე დიადი,
სიცოცხლის ხაზებიც ემჩნევა ზედ,
რიტუალის წინ დამცხვარი ხმიადი,
ეკუთვნის მას, თან არის მწდე.
გამოდის მისგან საქმე საცუდოც,
ყველას ღვინოს, ურევს ის ნიჩბით,
უჭირავს თასი, ზოგჯერ დაამსხვრევს,
დამძიმებულა ცოდვით და ხინჯით.
მხლებლები ხელები, ჩვენი მძევლები,
ქსოვს უხილავი ძაფებით სვებედს,
ზოგი ურჩია, არ ჰყავს მრჩევლები,
გვირგვინს მოაძრობს თავიდან მეფეს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი