****


კვდება ყველაფერი, რაც დაიბადა
შენი ფიქრები, შენი გრძნობები, შენი განცდები,
რჩება ფურცელზე, რაც დაიხატა,
ფუნჯის მეფობას ვერსაც აცდები.
ელვარე კალამმა გადმოსცა ლურჯად,
ფიქრებში რია ნიჭი და მუზა,
აამეტყველა გრძნობები მუნჯად,
სულის ცივ ზღვაში ჩაუშვა ღუზა.
შემოუნახა ნაფიქრი მკითხველს,
ფრთები გაშალა, როგორც არწივმა,
ფასი დაედო წარსულის სიტყვებს,
დღე სველდებოდა, მაგრამ არ წვიმდა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი