****


ხეები მწკრივად, მარცხნივ და მარჯვნივ,
შუაში მინდორი და ხმები ქარის,
ცა იქუფრება გაბრაზებული,
ფერს იდებს თითქოს, წითელი მარჯნის.
რაღაცა აღელვებს თითქოს ბუნებას,
მის ხმაში იგრძნობა თრთოლვა და ბზარი,
ისიც მოუცავს თავის ცდუნებას,
ჩამოუკრიათ მისთვისაც ზარი.
შემართული ვით იარაღი,
მისი გრგვინვა დამიზნებული,
გარშემო მთებია და იალაღი,
დგას დენთის სუნი დაპირებული.
რისი თქმა უნდა ბრაზით ბუნებას,
რა უნდა, ხალხებს რომ გააგონოს,
ვეღარ მოთოკავს თავის ცდუნებას,
მის წინ სულ ყველა რომ დაამონოს.
დადგება ეს დღეს აუცილებლად,
ქედს რომ მოუხრის ბოროტი მას,
დადგება ეს დღეს აუცილებლად,
თეთრი მოამტვრევს შაც ძალას რქას.
არ ვიცი ვინ არის მისი მშობელი,
მის სიწყნარეშიც იგრძნობა შიში,
მოქუფრულ ცასთან მივედი კითხვით,
ასეთი მშვიდი საიდან იშვი?
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი