ბებერი მებადური


ბებერ მებადურს,
გადაუჭიმავს ბადე ლურჯ ზღვაზე,
თევზებთ უბედურთ,
იცნობს უკვე შეხედვით ხმაზე.
გაბმულან შიგნით,
მიჯრით ჩამწრკრივებულან, ელით სიკვდილი,
წყალს დააშორეს,
მებადურის ისმის სიცილი...
ჩვენც თევზებივით,
ბებერ მებადურს ვუფრთხით ტალღებში,
მაგრამ ხანდახან,
არგადარჩენის სისხლი ფეთქავს წითელ ძარღვებში.
ბებერ მებადურს ხომ ღმერთი ჰქვია,
ბებერ მებადურს უსვრია ბადე,
ბებერ მებადურს გზები აქვს უცხო,
უცხო გზად გაბმულს გკლავს და ხან გბადებს
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი