****


ალბათ, იტყვის ცხოვრებაში ყველა ფრაზას,
რომელსაც მერე ინანებს,
როცა ყველაზე ბნელია ღამე,
სწორედ რომ მაშინ ინათებს.
თუმცა, სიტყვებმა დაკარგა ძალა,
ყველამ ყველაფერი უკვე გაიგო,
მაშინ რისი, დრო არის ახლა,
თუ ყველაფერი ქარმა წაიღო.
ფასი დაკარგა სიმხეცემ მხეცში,
ადამიანში სიტყვა არ ფასობს,
ლამაზად გაშლილ ვეება ხედში,
ყველაზე გონჯი ბუჩქი ალმასობს.
ფიქრები მერე ორივე გაგებით,
იმდენი რამის თქმა მინდა მალე,
რაც არ გეკუთვნის, იმის აღებით,
ვერ გამდიდრდები იცოდე ხვალე...
მაგრამ უმატე ცუდის კეთებას,
გზა დასახევი უკან, დამთავრდა,
თეთრს გადაარჩენს შავთან შეხება,
გაზაფხულები უცებ დაზამთრდა.
გავაშავოთ ჩვენი ყოფა ანთრაკივით,
დაიწყოს დღემ მერე იქნებ ციაგი,
და მოქნეულ, ჰაერის მჭრელ მათრახივით,
გავჯჭრათ ბნელი, პოლარული ციალით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი