პირველი პოეტი


უწინ არსებობდნენ პოეტები,
იარსებებდნენ, სანამ ლექსები,
მოქმედებასა და ფიქრში ჩანდნენ,
დაუწერელი ტექსტები.
პოეზია ხომ ნიშნავს ქმნადობას,
ენერგიების შებურვას ფერით,
დაუნდობლების ღვთისებრ დანდობას,
და გარდასახვას შავების თეთრით.
არსობაც ჩვენი ლექსის მსგავსია,
თუმც პოეტებად არ ვარგა ყველა,
ნიჭი კარგი და თანაც ნავსია,
პოეტში სუფევს მადლი და წყევლაც.
ვარდებს შეჰხარი დაკაწრულ ხელით,
წითლად ბრდღვიალებს სანახაობა,
ვიღაცას სურს, ღომ მიართვათ, გელით,
მკრეფავს და მიმღებში არის სხვაობა.
თუმცა ვარდის ფასს ყველაზე უკეთ,
გრძნობს, ვინც ეკლებმა უკვე დასერა,
ასევე ლექსიც გამოსროლილი,
ბევრჯერ დაჭრილმა უკეთ დაწერა.
სანამ იქნებოდნენ ქვეყნად ვარდები,
და სიყვარულიც ჯერაც არ იყო,
სული ღვთისა იძროდა წყლებზე,
პოეტმა, პირველმა ას, დაიწყო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი