ცივი ოთახი
თამბაქოს კვამლში გახვეული ცივი ოთახი, ძველ კარადაზე შენახული ბოლო სიგარა, წიგნებზე მტვერის ნაოჭები როგორ ფორთხავენ. ვაღებ ფანჯარას...არ იფიქრო გამოიდარა, გარეთ კი მზეა სხივებია ოქტომბერია და ჩემს ოთახში სეზონია უფრო წვიმების, სანამ მოვრჩები ჩემს ფიქრებში მარტო ხეტილს, სანამ მზის შუქსაც ზამთარივით შევიმცირებდი. სანამ ჩაქრება ნათურები ყველა სართულზე, დაიცლებიან ქუჩები და ტროტუარები, სანამ მტრედები ჩამოსხდება სარეცხ მავთულზე... სანამ ღმერთები დედამიწას ატრიალებენ. დაიცლებიან ოთახები ავი სულებით, დაიცლებიან წვეთებისგან შავი ღრუბლები, სანამ ამინდებს საბოლოოდ, ავისრულებდით, სანამ კედლისკენ საბოლოოდ გადავბრუდებით... ვფიქრობ იმაზე არ ვიფიქრო, ფიქრი მაწამებს ნოემბრის ქარმა მოუქსოვა ზამთარს წინდები. ღრუბლებში ფუნჯად ამოუსვამ შენ შავ წამწამებს დაზამთრდება და ნაადრევად გამიწვიმდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი