წვიმდა


იკლაკნებოდა ხეები ქარში, ფოთლები წვიმდა
იკლაკნებოდა ხეები ქარში...
ფოთლები თითქოს, სევდიანად ცვიოდა ხიდან
იხედებოდა ფანჯრებიდან პატარა ბავშვი.

იხედებოდა ფანჯრებიდან პატარა ბავშვი,
ამ წვიმას კიდე არ ჰქონდა ბოლო,
მას შემოეწყო თითუნები ლოყებთან მშვიდად,
დაორთქლილ მინას ერთი გული ეხატა მხოლოდ
ამ გულსაც ცალი ხელით თვითონვე შლიდა.

ვხედავდი, როგორ ევსებოდა თვალები დარდით
ამ დროს მინდოდა, გამომცლოდა მე ფეხქვეშ მიწა,
ღრუბლებმა თითქოს ჩაალაგეს წვეთების ბარგი
და გარეთ მხოლოდ ნაწვიმარი ფოთლები იწვა.

იხედებოდა ფანჯრებიდან პატარა ბავშვი, 
ფოთლები თითქოს სევდიანად ცვიოდა ხიდან,
იკლაკნებოდა ხეები ქარში...
სხვებისთვის კიდე უბრალოდ წვიმდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი