ტყეში გაჭრილი


ტყეში გაჭრილი, ფიქრის ეტლები,
ვზივარ და ველი შემოღამებას,
ზურმუხტისფერ ცას რა შეედრბა
ვარსკვლავები რომ ველზე დაებნა.
ვზივარ და ველი ნახირს რეკავენ,
გაღმა მთებიდან ყეფენ ძაღლები
რა უცნაურად მოჩანს ზეკარი,
მზე გადასული, დღისგან დაღლილი
გამოჩნდა, ჩემი ფიქრის ეტლებიც
ღამეს სოფელშივ მოაჯირითებს
ტანდაშაშრული მთვარე სექტემბრის
ამოგოგმანდა მსხვერპლის იმიჯით.
ბებერი მუხის გამჭოლი ჩრდილი,
გადაეფარა სოფლის ორღობეს
წიფელი, წელში ისე მოხრილა
თითქოს პეშვებით მთვარე მოჰქონდეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი