***


მამას

შენ რომ გეგონა კომედია, ყოფილა დრამა.
იყო და არა შენ სიკვდილთან იყავი ფრთხილი.
შენ ხომ ასეთი ლამაზი და დაღლილი მამა,
მე კი ასეთი უბრალო და ჯიუტი შვილი.

ვერ მოესწარი ჩემს ბიჭობას ნაღვლიან თვალებს,
ვერ მოვესწარი შენს სიბერებს ნაოჭებს თვალთან,
ვერ მოესწარი როცა დედა ჩაგაცმევს შავებს,
ვერ მოესწარი დალოდებას დილამდე კართან.

მე რომ მივყვები ამ დინებას და ვეძებ ხავსებს,
მალე ბიჭობაც მიილევა სიზმრების ქარში.
სიცარიელეს ჩემს თვალებში ვერავინ ავსებს,
სიცარიელეს ეს რომელიც დატოვე მაშინ.

იყო თუ არა შენ სიკვდილთან იყავი ფრთხილი.
შენი დარდები მამაჩემო ჩემსას თუ გვანან?
მე ვარ ასეთი უბრალო და ჯიუტი შვილი,
შენ კი ასეთი ლამაზი და დაღლილი. მამა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი