შიში
ღამით როდესაც ხელებს გამტვრევს ზამთრის ქარები... ეს უსასრულო ღამეები შეგშლის და როცა, გაგაგიჟებენ სიცოცხლეში ყოფნის არები, მოდი მარტივად გავარჩიოთ მარტივად, მორჩა. აქ არსებობის საშუალება არის სულ რაღაც, შენი ღიმილი დამანაყრებს დროებით ღმერთო... სუნთქვა შეკრული ვზოგავ ჟანგბადს, არა თუ არ მაქვს, ეს მიჩვევაა... ეს შიშია, რომ აღარ მეყოს. მაგრამ სიკვდილი...მირაჟია სხვებისთვის ცოდვა. ვისთვის შვებაა ვისთვის უკვე ნაფიქრი წლები, რაც იყო ადრე მეორედება ეს უკვე მოხდა, დახურე კარი, გარეთ დარჩი ისუნთქე შვებით. აქ გაგგუდავენ უშენობის ნაფიქრი წლები. აქ უღმერთობა ტრიალებს და სუნია ქალის, რომელიც ერთ დღეს ვიწამე და უკვე ვხვდები... ჩემში არასდროს დაწყნარდება... დარჩება კვალი... რომელიც ბოლოს გაქრება და დარჩება არსად. ლექსიც მისია შენ, რომ ბედავ კითხულობ ცრემლით. რომელიც ბოზმა პოეტებმა აქციეს ფარსად, რომელიც უფრო მარტივია თქვენ იმას ხვდებით. ეს სიმარტივეც მოვიგონე იცოდე გწამდეს, ჩემი და ჩემი ღმერთებივით არ რჩები მარტო, თუ მოხვალ მოდი არანაკლებ ამოდი ცამდე... თუ დააპირე შეგცივდება...მოიცვი მანტო. აქ არსებობის საშუალება არის სულ რაღაც, შენი ღიმილი დამანაყრებს დროებით ღმერთო... სუნთქვა შეკრული ვზოგავ ჟანგბადს, რომელიც არ მაქვს, ეს მიჩვევაა, ეს შიშია მე უკვე მეყო. თ.დუმბაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი