გათენებამდე
აქ წვიმდა ძმაო, ზამთარია სიცივეს ვიყოფთ, სველია გზები დანესტილი ოთახი გვშველის, მივტირით ხშირად კიდეც ვამბობთ ნეტავი იმ დროს როცა ბავშვები ვიყავით და ვსუნთქავდით შვებით, ახლა კი უკვე დანესტილ და დაღლილ ბავშვობას, მხოლოდ ნაფასით ვაყუჩებთ და გვშველის სასმელი და ყოველ დილით ველოდებით ქუჩის გაშრობას რომელიც მხოლოდ ქუჩაა და გადასასვლელი, ადრე კი უფრო მეტი იყო ვიდრე ქუჩები, თითქოს საშველი მეტი იყო უფლის ნებამდე, ვიკრიბებოდით ჩვენ ბავშვები მახსოვს ბურთებით და ვთამავშობდით შეიძლება გათენებამდე, ახლა კი ძმაო, ჩვენ ბავშვური შეგვრჩა თვალები, მივდივართ, გვცივა, ზამთარია სიცევეს ვიყობთ, მივდივართ ქუჩას მივუყვებით ისევ მთვრალები და ხშირად ვამბობთ, ჩემო ძმაო ნეტავი იმ დროს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი